დასუფთავების აქცია ჩუღურეთის რაიონში
28 სექტემბერი, 2026
დედაქალაქში კამპანიური ხასიათის დასუფთავების აქციები გრძელდება. ამჯერად, „თბილსერვის ჯგუფმა“ მორიგი ღონისძიება ჩუღურეთის რაიონში გამართა.
აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესთან და პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას, ასევე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორია დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები თბილისის ყველა რაიონში ეტაპობრივად ტარდება.